Friday, May 7, 2010

შიდსის ეპიდემიური სიტუაცია საქართველოში


მსოფლიო 80-იანი წლების დასაწყისში, დიდი პრობლემის წინაშე დადგა, მედიცინაში ახალი ცნება შემოიჭრა: “აივ ინფექცია შიდსი”.
დაავადება, რომელმაც კაცობრიობა დილემის წინაშე დააყენა: გადარჩენა თუ ადამიანთა მოდგმის დასასრული? პანიკა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ, დაეთრგუნა და სტრესში ჩაეგდო საზოგადოება და ამავე დროს სტიმული მიეცა დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისთვის. დღეისათვის, აივ ინფექცია უკვე მართვადი, ქრონიკული დაავადებების ნუსხაშია შესული, ჩამოყალიბდა და კოორდინირდა მსოფლიო მასშტაბით ყველა ის
ძალისხმევა, რომელმაც უნდა შეაჩეროს პანდემია და ხელი შეუწყოს ინფიცერებულთა მკურნალობას, ზედამხედველობას
და მხარდაჭერას. პანიკამ გადაიარა, მაგრამ, ამ ინფექციის მიერ, 25 წლის განმავლობაში დატოვებული კვალი მძიმე დაღად
დააჩნდება კაცობრიობის განვითარების ისტორიას.
ამ მხრივ, აივ ინფექციის გავრცელების თავისებურებანი ისეთივეა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. დღემდე, შიდსის ვირუსის გავრცელების უპირველეს რისკჯგუფს ინტრავენური ნარკომანები წარმოადგენენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ შიდსი მხოლოდ ნარკომანებს ემუქრებათ. პროცენტული თანაფარდობის თვალსაზრისით, შემთხვევათა 33.4% ჰეტეროსექსუალურ კონტაქტის შედეგადაა ინფიცირებული. ჰომოსექსუალური გზით დაინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 2,7% შეადგენს, რაც კიდევ ერთხ-ელ აბათილებს მითს, რომ შიდსის გავრცელება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს უკავშირდება. შიდსის საფრთხე ყველას ემუქრება.



რიცხვები შემაშფოთებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევა ამ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს.

აივ-ი არ გადაეცემა:

• ხელის ჩამორთმევისას;
• ოფლით ან ცრემლებით;
• დახველების ან დაცემინებისას;
• საერთო ჭურჭლის ან თეთრეულის გამოყენებისას;
• საერთო აბაზანის ან ტუალეტის გამოყენებისას;
• საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას;
• ცხოველის ან მწერის ნაკბენით;
• კოცნით, ხელის ჩამორთმევით და სხვ.

No comments:

Post a Comment